15:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 13:12:49, 2406 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - კონგრესმენების ის ერთი წინადადება აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ აშშ-ის კონგრესმენთა წერილის კომენტირებისას განაცხადა, რომ კონგრესმენების ის ერთი წინადადება აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია.

„ქართულ ოცნებას საზოგადეობა თუ უჭერს მხარს, ერთი საგანგებო ნიშანი აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას - ეს არის არა მხოლოდ პროდასავლურობა, არამედ უმაღლესი ხარისხი ჩვენი თანამშრომლობისა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა, რომ ეს ფრაზა, ერთი წინადადება სრულ წინააღმდეგობაში მოდის მთელ დანარჩენ დოკუმენტში მოცემულ კვლევასთან, დასკვნებთან, რომელიც ასევე ხაზს უსვავს თანამშრომლობის ამ მაღალ დონეს. ფაქტია ისიც, რომ შემიძლია რუსეთისათვის ხელშეწყობის მაგალითები მოვიყვანო, როდესაც ნაცმოძრაობამ და მისმა დღევანდელმა ქვედანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში და საპირისპირო მაგალითი არც ჩანს, არც ზედაპირზე და არც სიღრმეებში. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ერთი წინადადება საკმაოდ განსწავლული, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის კომიტეტი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ „ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics