17:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 14:16:55, 1897 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე - შეიძლება რთული სიტუაცია შეიქმნას - იმედია სამართალდამცავები თავის დონეზე იქნებიან

შეიძლება რთული სიტუაცია შეიქმნას, იმედია სამართალდამცავები თავის დონეზე იქნებიან, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი 20 ივნისს „გავრილოვის ღამიდან“ ერთი წლის თავზე დაგეგმილ აქციას.

მანვე დაამატა, რომ დაგეგმილი ღონისძიება სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს.

 „თუ იმას ზეიმობენ ერთი წლის თავზე როგორ მოახდინეს დაძაბულობის პროვოცირება, მე მგონი ამაში არც სატრაბახო არაფერი აქვთ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს ეს დაგეგმილი ღონისძიება. რთული სიტუაცია შეიძლება შეიქმნა, მაგრამ იმედია თავის დონეზე იქნებიან სამართალდამცავები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ, 20 ივნისს, პარლამენტთან აქციას გამართავს. მოძრაობა „სირცხვილია“ თბილისის მერიაში განცხადებას შეიტანს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 20 ივნისს საპროტესტო აქციის გამართვის საშუალება მიეცეთ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics