|
2020-06-09 13:21:26, 2186 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - გიორგი მარგველაშვილისა და ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილისა და მისი პარტიის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გიორგი მარგველაშვილი „ლელოს“ რიგებში ვიხილოთ, ხაზარაძემ უპასუხა, რომ მაგას ვნახავთ. „მაგას ვნახავთ, როგორც კი იქნება რაღაცა მსგავსი ბუნებრივია შეგატყობინებთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ. მანვე აღნიშნა, რომ მარგველაშვილთან კონკრეტული მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ აქვთ, უბრალოდ აზრებს უზიარებენ ერთმანეთს. „ჩვენ გვაქვს საუბარი ყველა ჯანსაღ ადამიანთან, ყველა ჯანსაღ პოლიტიკოსთან. ჩვენი აზრები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა არის ჩიხში შესული, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მიაძინა „ქართულმა ოცნებამ“, არის აბსოლუტურად თანხვედრაში. შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილისა და ჩვენი პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს. კონკრეტული მოლაპარაკებები არ გვაქვს, უბრალოდ აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს და თუ რამე კონკრეტული იქნება შეგატყობინებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)