|
2015-01-27 18:41:16, 3515 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში ძიუდოში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ძიუდოში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფროამციით, შეჯიბრში ერთმანეთს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები შეეჯიბრნენ. ასპარეზობისთვის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიდან, შიდა ჩემპიონატების საშუალებით, თითო წონით კატეგორიაში ორ-ორი სამხედრო მოსამსახურე შეირჩა. ტურნირი 60, 66, 73, 81, 90, 100, 100 + კგ-მდე წონითი კატეგორიების მიხედვით ჩატარდა. გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდნენ. ტურნირის ჩემპიონის ტიტული და ჩემპიონის თასი სპეციალური ოპერაციების ძალებს გადაეცათ. მათ პირველობა ოთხ წონით კატეგორიაში მოიპოვეს. ჩემპიონატი საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ასპარეზობას ძიუდოს ფედერაციის მიერ შერჩეული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)