12:38 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 17:34:54, 4569 ნახვა

რეგიონი
ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ახლობლები სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გადაკეტვას გეგმავენ

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ახლობლები სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გადაკეტვისთვის ემზადებიან.

ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციას აწყობდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ თეა წულუკიანი დღის ბოლომდე არ დაასახელებს თარიღს, როდის გადმოეცემა ქართულ მხარეს ლავასოღლი, პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.

ცნობისთვის, ლავასოღლის ექსტრადიციის მოთხოვნით, მისი ოჯახის წევრებმა აქცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ გამართეს. 2020 წლის იანვარში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics