01:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 16:20:01, 2851 ნახვა

სამართალი
ადვოკატის განმარტებით, პროკურატურის მიმართვის შემთხვევაში, გიორგი რურუა მზადაა, თორაძეების საქმეზე შეკითხვებს უპასუხოს

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით,  პროკურატურის მიმართვის შემთხვევაში, გიორგი რურუა მზადაა, თორაძეების საქმეზე შეკითხვებს უპასუხოს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არავის ჰქონია.

„თუკი, კითხვები ექნებათ და ოფიციალური მომართვა მოხდება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, ცხადია, ჩვენ ყველა კითხვას აუცილებლად პასუხს გავცემთ“, -განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე, რომელშიც გიორგი რურუა ფიგურირებს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics