|
2020-06-01 22:07:52, 1455 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის ტელევიზიის შენობის წინ მისი დირექტორის გადადგომის მოთხოვნით პროტესტი გრძელდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა – „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტი ალექსანდრე მილორავა უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. ის აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაყენებას ითხოვს. მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმის" ულტიმატუმის ვადა დღეს 12 საათზე ამოიწურა. ულტიმატუმის ვადის ამოწურვისთანავე აქტივისტებმა აჭარის ტელევიზიის ბორდის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიმართეს. ამოიწურა უკვე ულტიმატუმის დრო. კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია ბორდისგან. გიგო ჩხარტიშვილმა ვერ მოახერხა სამეურვეო საბჭოს შეკრება, შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ უმაღლეს საბჭოს, რათა გამოუცხადოს უნდობლობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყელის ბორდს გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰქონდათ სამი მიზეზი დაეყენებინათ დირექტორის იპიჩმენტის საკითხი, მაგრამ ეს არ გააკეთეს და უკვე დადგა დრო უყმაღლესმა საბჭოს აღასრულოს ის მოვალეობა, რაც მას ეკისრება ბორდთან მიმართებაში,- აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი, ალექსანდრე მილორავა.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)