|
2020-05-26 16:05:40, 1419 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურს პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი კომენდანტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი კომენდანტი გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ შიმჩუკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „პატივცემულო მინისტრო, 26 მაისი გახლავთ საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის გულთან ახლოს მდგომი თარიღი, დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ეძღვნება ეროვნულ იდენტობას და მოიცავს ქვეყნის ხანგრძლივ და მდიდარ ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას - პოლონეთისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ფასეულობებს, რომელმაც 1919 წელს ასევე აღიდგინა თავისი დამოუკიდებლობა. ამასთან, ჩვენ, როგორც პოლიციის ოფიცრებს, გვესმის, რომ ცხოვრება არ გახლავთ თავისუფალი საფრთხეებისგან. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი რთული სამუშაოს თითოეულ დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის მშენებლობაში ყოველდღიური წვლილი შეაქვს. საქართველოს ამ მშვენიერ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მსურს, გულითადად მოგილოცოთ და გავიზიარო ის სიხარული, რომელსაც ამჟამად განიცდით. ამასთან, მსურს, გისურვოთ თქვენ და თქვენდამი დაქვემდებარებულ პოლიციის ოფიცრებსა თუ სამოქალაქო თანამშრომლებს ჯანმრთელობა, უსაფრთხო სამსახური და კმაყოფილება ჩვენდამი მონდობილი მისიიდან“, - ნათქვამია იაროსლავ შიმჩუკის მილოცვაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)