|
2015-08-23 14:44:13, 752 ნახვა
საზოგადოება
სტიქიით დაზარალებული 5 ჰა-მდე ვენახის მფლობელები, 1 ჰა-ზე 65 ლარის სპილენძის შემცველ პრეპარატებს მიიღებენ
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ვენახების/მრავალწლოვანი კულტურების შეძლებისდაგვარად აღდგენა/რეაბილიტაციისა და სრულმსხმოიარე ვენახების/მრავალწლოვანი ნარგავების პროფილაქტიკის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტიქიის ზონების მოსახლეობას სპილენძის შემცველ პრეპარატებს გამოუყოფს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან მოსახლეობას, ვისაც მფლობელობაში 5 ჰა-მდე ფართობის ვენახი/მრავალწლოვანი ნარგაობა აქვს, რაიონებში არსებულ აგრომაღაზიებში 1 ჰა ფართობზე 65 ლარის ღირებულების პრეპარატების მიღება შეეძლებათ. მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01. დაზარალებულ მოსახლეობაზე სპილენძის შემცველი პრეპარატების გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი სპეციალური სიებით მოხდება. "ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, სტიქიით შედეგად მიღებულმა ზარალმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აგროდაზღვევას ალტერნატივა არ აქვს. მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამიინისტრო კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს აგროდაზღვევის პროგრამის სტიმულირებას და განვითარებას",-აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. სამინისიტრო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აქტიურად ჩაერთონ აგროდაზღვევის პროექტში, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემცირებაში.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)