|
2020-05-24 12:06:54, 1661 ნახვა
პოლიტიკა
Financial Times - საქართველოს პრეზიდენტი ეჭვობს, რომ კორონავირუსისგან შექმნილ კრიზისს, რუსეთის აგრესიის გამოწვევა შეუძლია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Financial Times-თან კორონავირუსის გამო, რეგიონში შექმნილ ვითარებასა და რუსეთისგან სავარაუდო აგრესიაზე ისაუბრა. როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, სალომე ზურაბიშვილი ეჭვობს, რომ რუსეთის შიდა პრობლემები მისი კრემლის ახალი აგრესიის საფრთხეს აჩენს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რუსეთი ყველანაირად ცდილობს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება შეაჩეროს და დაასტაბილუროს ეკონომიკური კრიზისი, რაც ნავთობზე ფასების მკვეთრმა დაცემამ გამოიწვია. ეს ყოველივე კი აჩენს კრემლის ახალი აგრესიის საფრთხეს მის საზღვრებს გარეთ. „ვიმედოვნებ, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი აგრესია არ განხორციელდება. ასევე იმედი მაქვს, რომ კრიზისი რუსეთის ლიდერებს პრობლემის სხვა გზით გადაჭრის საშუალებებს აჩვენებს“, - ამბობს ზურაბიშვილი Financial Times-თან საუბრისას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)