|
2020-05-21 19:28:00, 1402 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილების შეტანას 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 3 დეპუტატი იყო. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები განახლებული სახით განისაზღვრა. აღნიშნული გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, საკუთრების, თავშეყრის, შრომის, ეკონომიკური საქმიანობისა და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. ამასთანავე, ამ კანონპროექტით მთავრობას აღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. აღსანიშნავია ისიც, რომ საკითხის განხილვის დასასრულს, ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ აღნიშნული შეზღუდვები იყოს დროებითი. „იდეის დონეზე მინდა შემოვიტანო ასეთი ინიციატივა, მეორე მოსმენამდე, დღესვე რომ განვიხილოთ. ის ნორმები, რომელიც დგინდება იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალითად 15 ივლისამდე. 15 ივლისამდე, იმედი მაქვს, რადიკალურად განსხვავებული სურათი იქნება, პანდემიის კუთხითაც. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და გარდამავალი დებულებები დაკარგავს თავის აქტუალურობას. ეს არის სპონტანური იდეა და დღესვე ეს იდეა განვიხილოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საბოლოოდ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტი, რომელშიც გაითვალისწინეს ირაკლი კობახიძის წინადადება, კერძოდ, ის ნორმები, რომლებზეც იმსჯელეს, გადავა გარდამავალ დებულებებში და გაიწერება დროებით, სავარაუდო თარიღად ინიციატივის ავტორის მიერ შეთავაზებულია ივლისის რომელიმე რიცხვი. კონკრეტულ რიცხვზე შეთანხმება მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მოხდება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)