|
2020-05-20 15:34:30, 1345 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - 8 მარტის შეთანხმება მიმართულია პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციისაკენ
8 მარტის შეთანხმება მიმართულია პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციისაკენ, - ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმების მხარეებმა იციან რა პირობებზეც დათანხმდნენ. „არ იქნება მართებული კომენტარი გავაკეთო იმ საქმეზე, რომლის განხილვაც სასამართლოში მიმდინარეობს. 8 მარტის შეთანხმება თავად განმარტავს ყველაფერს. დამატებით ახსნას აღარ საჭიროებს. მხარეებმა იციან რა პირობებია იქ, რა პირობებზე დათანხმდნენ. მისი სრული განხორციელება არის ქვეყნის ინტერესებში, რადგანაც ეს არის მიმართული პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციისკენ და უკეთესი პირობების შექმნისაკენ 2020 წლის არჩევნებისათვის. ისეთი არჩევნებისათვის, რომლითაც იამაყებს ქართველი ხალხი. ამ შეთანხმების სრული განხორციელება არის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმამ ასახოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც აქვს ეუთო-ოდირს. ეს რეკომენდაციები საქართველოს უკვე მიღებული აქვს 20-30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა "მთავართან" საუბრისას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)