|
2015-01-27 14:32:46, 3617 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებს შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დიპლომატებს 2014 წლის ანგარიში წარუდგინა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. გენერალ-მაიორმა საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გამოყო, მათ შორის, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა, საქართველოსთვის უელსის სამიტზე მინიჭებული „არსებითი პაკეტის“ იმპლემენტაციის საკითხები, სამხედრო განათლება და წვრთნა. შტაბის უფროსმა სტუმრებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა და მეზობელ ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებსაც. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკები, რომან ჯოხაძე და გიორგი კბილცეცხლაშვილი დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)