|
2020-05-19 14:47:08, 1223 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ასეთ ამინდში და ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია
ასეთ ამინდში და ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, წინანდალში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, პირველ რიგში, ტურიზმის სექტორს ეხება. „ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ და პირველ რიგში, ერთმნიშვნელოვნად, ეს ასე უნდა გაგრძელდეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა ჯანმრთელობის თვალსაზრისით იყოს პრიორიტეტი ნომერი ერთი. კახეთში ამის თქმა საამაყოა იმიტომ, რომ აბსოლუტურად კარგად მიდის აქ ყველაფერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მაგრამ ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ ეკონომიკა არ უნდა დაგვავიწყდეს და საცოდაობაა დღეს კახეთში, ასეთ დროს, ასეთ ამინდში და ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშაოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ეხება ტურიზმს. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარ-მასპინძლობის დარგში, აშენდა ბევრი ახალი სასტუმრო, გაშენდა ბევრი ვენახი, გაკეთდა ბევრი მარანი. ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი", - აღნიშნა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ ეს კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის შესაძლებლობა იქნება. „მსგავსი კომპლექსები ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია წესების დაცვით გამოვაცხადოთ კოვიდისგან სუფთა ზონებად. ეს არ იქნება რთული მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წესი იქნება დასაცავი. მარტივ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს კოვიდის რისკებს. მერწმუნეთ, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ეს ყველას დაავიწყდება. მთავარია, რომ ერთდროულად, ჩვენ შევძლოთ ყველაზე ეფექტურად ავამოქმედოთ ეკონომიკა. მარტივია, სამყარო სხვანაირი იქნება. გადავივლით, ამაზეც გავიმარჯვებთ, დრო დაგვჭირდება, მსოფლიო იქნება ცოტა სხვანაირი, იქნება სულ სხვა გლობალური კონკურენცია. ეს კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამისთვის მომზადებულები უნდა ვიყოთ ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)