04:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 12:14:04, 1585 ნახვა

სამართალი
გიორგი რურუას ადვოკატი - დღეს გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა, გამოძახებულია სამი პირი

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დღეს გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა, გამოძახებულია სამი პირი.

მისი თქმით, რურუა აუცილებლად გათავისუფლდება, რადგანუდანაშაულოა და ცეცხლსასროლი იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს.

„დღეს გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა. დასაკითხად გამოძახებულია სამი პირი. ამასთან, ჩვენ დავაყენებთ გიორგი რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას და მოვითხოვთ მის გათავისუფლებას. რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენ უკვე მოლოდინი 6 თვეა გვაქვს, რაც გიორგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის გათავისუფლდეაბა, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად დღეს მოხდება. თუმცა, სიმართლე აუცილებლად დადგინდება და გაირკვევა, რომ გიორგის ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და მას უბრალოდ ჩაუდეს პოლიციელებმა იარაღი“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics