04:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-17 21:22:07, 1493 ნახვა

სამართალი
თერჯოლის ცხელების ცენტრში დააკავეს კაცი რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი პირი პოლიციამ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოუჩინეს.

კლინიკა "იმერმედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, კაცს ანალიზები კორონავირუსზე აუღეს, უარყოფითი პასუხის მისვლის შემდეგ კი პალატაში გადაიყვანეს, სადაც შეამოწმეს. მისი თქმით, კაცს 38 აბი სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა.

"სასტუმროში სამდღიანი ყოფნის პერიოდში განუვითარდა გარკვეული სახის, როგორც ვიცით, ფსიქიკური პრობლემები. გამოძახებულ იქნა ფსიქიატრი. [...] ჩაუტარდა საფუძვლიანი ჩხრეკა ფსიქიატრიულში შესვლის წინ პაციენტს და აღმოჩენილ იქნა როგორც ვიცი, სუბოტექსის 38 აბი და დაფასოებული მარიხუანა", — ამბობს კლინიკის წარმომადგენელი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics