|
2020-05-16 14:17:35, 2076 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - კორონავირუსის დროს, ოპოზიციამ იმუშავა როგორც სამოსანმა - ეს კომპლიმენტია ოროსანი ხელისუფლებისთვის
„ახალი საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ იმუშავა, როგორც სამოსანმა მოსწავლემ. მანვე დასძინა, რომ დღეს კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლება თვითკმაყოფილებაშია, თუმცა ის არაადეკვატურია თავის გადაწყვეტილებებში. „კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა, როგორც სამოსანმა, ეს კომპლიმენტი, ოროსანი ხელისუფლებისთვის. სკოლიდან ალბათ გახსოვთ, როგორი უტიფარი თვითკმაყოფილებით, როგორი სახე აქვს ოროსანს, როდესაც სამიანს მიიღებდა. დაახლოებით ასეთი თვითკმაყოფილებით ვხედავთ დღეს ხელისუფლებას, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია თავის გადაწყვეტილებებში, მაგრამ ეხლა ბურთი ოპოზიციის მხარესაა, ჯამურად ოპოზიცია მოუგებს „ქართულ ოცნებას“ რაც არ უნდა რესურსები გამოიყენოს, მთავარია ეს ჯამი და ერთობა, შედგეს, რაც ბუნებრივად გულისხმობს მაჟორიტარულ ნაწილში ოპოზიციური პარტიების კოორდინაციას“, - განაცხადა უგულავამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)