|
2020-05-16 12:26:56, 1867 ნახვა
პოლიტიკა
მივესალმები პოლიტპატიმრების შეწყალებას - როგორ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას
გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ევროპარლამენტარები გამოეხმაურნენ. როგორც ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება, დაძაბულობის განსამუხტად გადადგმული ნაბიჯია. „მივესალმები გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას, როგორც დაძაბულობის განსამუხტად გადადგმულ ნაბიჯს. მოვუწოდებ მხარეებს ვიმუშავოთ ერთობლივად, რათა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, - წერს კალიურანდი. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ პროგრესს და ის მიესალმება პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს. „მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგუალვას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას“, - წერს ანა ფოტიგა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)