|
2020-05-16 10:00:45, 1578 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე - პირადად მე პრეზიდენტის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი
„პირადად მე მის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე უგულავასა და ოქრუაშივლის გათავისუფლებას. მან ამის მიზეზიც ახსნა და თქვა, რომ საერთოდ არ მიაჩნია, რომ რაიმე მძლავრი პოლიტიკური იარაღი ჰქონდათ ხელში აღებული დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას. „პრეზიდენტმა, რამდენად სწორად ეს მეორე საკითხია, მაგრამ მიიჩნია, რომ მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება და სპეკულაციური პოლიტიკური იარაღისგან განაიარაღა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, პირადად მე მის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი. იმიტომ, რომ საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რაიმე მძლავრი პოლიტიკური იარაღი ჰქონდათ ხელში აღებული დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას. მაგრამ პრეზიდენტია, ცალკე ინსტიტუტია, ეს გადაწყვეტილება მიიღო, ესაა მოცემულობა რომელსაც უნდა შეეგუოს ყველა და მე ვფიქრობ, შეიძლება ამ შემთხვევაში სპეკულაციების მეტი საფუძველიც მიეცეთ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას. თუმცა ერთია რამდენად სწორია პრაგმატულობაზე ასე გათვლა და მეორეა, რამდენად სწორი იყო ეს ემოციურად და მორალურად, როდესაც 48 მილიონის გაფლანგვაში ედება ერთ ადამიანს ბრალი და მეორეს, პარლამენტზე შტურმში მონაწილეობაში", - აცხადებს მდინარაძე.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)