05:04 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 12:20:57, 1201 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - ივანიშვილისთვის არსებული სისტემის შენარჩუნება მომგებიანია, სწორედ ამიტომ განაცხადა უარი 8 მარტის შეთანხმების განხორციელებაზე

„არსებული სისტემის შენარჩუნება არის მისთვის უკეთესი და მომგებიანი და სწორედ ამიტომ განაცხადა უარი 8 მარტის შეთანხმების განხორციელებაზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია გააგრძელებს ზეწოლას იმისთვის, რომ ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს.

„იმ ეკონომიკური კრიზისის ფონზე და იმ ფონზე, როდესაც სრულიად მიტოვებულები არიან ჩვენი მოქალაქეები ხელისუფლებისგან, ძალიან შეეშინდა ბიძინა ივანიშვილს შემდეგი საპარლამენტო არჩევნების. ამიტომ მას რეალურად სურს მორიგ ჯერზე ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილება. ფიქრობს, რომ არსებული სისტემის შენარჩუნება არის მისთვის უკეთესი და მომგებიანი და სწორედ ამიტომ განაცხადა უარი 8 მარტის შეთანხმების განხორციელებაზე. ჩვენ ამ ეტაპზე ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შედგეს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics