|
2020-05-14 15:15:08, 1513 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი მხარეებს მოუწოდებს, რომ 8 მარტის შეთანხმება დროულად იქცეს კანონად
ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში, იმის შესახებ თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას, მზადაა. აღნიშნული დოკუმენტს ევროპარლამენტში 19 მაისს, საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილავენ. დოკუმენტი კი, ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა მოამზადა. ანგარიშში ადგილი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმებულმა 8 მარტის შეთანხმებამაც დაიკავა. დოკუმენტში ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ყველა მხარეს მოუწოდებს უზრუნველყოს, რომ შეთანხმება დროულად იქცეს კანონად. გარდა ამისა, დოკუმენტში ევროპარლამენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლო დროინდელი სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სასამართლოს დამოუკიდებლობის სტანდარტს პატივი სცეს, რისი ვალდებულებაც ასოცირების შეთანხმების მიხედვით ნაკისრი აქვს. ვწუხვართ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ბოლო დროინდელი შერჩევის პროცედურა, სერიოზული ხარვეზებით განხორციელდა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)