07:05 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 14:08:10, 1719 ნახვა

კომენტარი
ჩიქოვანი - საერთაშორისო მედია აგრძელებს საქართველოს მიერ კოვიდ-19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგების აღიარებას

საერთაშორისო მედია აგრძელებს საქართველოს მიერ კოვიდ-19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგების აღიარებას. ეს არის მნიშვნელოვანი და მისასალმებელი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს შესახებ ევროპა პრესის ესპანური გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განაცხადა.

მისი  თქმით, საქართველოში, კოვიდ-19-თან ბრძოლაში შედეგი  სახელმწიფოს მიერ მიღებული სისტემური გადაწყვეტილებების შედეგად დადგა.

„რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიიღეს დარგის ექსპერტებმა, ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სპეციალისტებმა. შედეგები, რომელიც საქართველოში გვაქვს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველომ, არა მხოლოდ კოვიდ-19-ის ეფექტიან გამკლავებაზე იფიქროს, არამედ უკვე, პოსტკრიზისულ პერიოდში იფიქროს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი და უპირველესი რეგიონში, რომელიც გახსნის საკუთარ საზღვრებს, მზად იქნება იმისთვის, რომ მიიღოს საერთაშორისო ტურისტები და ასევე, გახსნას რაც შეიძლება სწრაფად ეკონომიკის ყველა დარგი", -  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics