|
2020-05-12 17:51:13, 1520 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე - თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს
თუ პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტია გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. „შეთანხმება არის 2-ნაწილიანი, ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. შეთანხმების ნაწილია როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ისე საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა. შესაბამისად, თუ პირველი მოსმენისთვის პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და საკონსტიტუციო ცვლილებები განსახილველად პარლამენტში ისე შემოიტანეს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ეს ბევრჯერ გვითქვამს და არ ვაპირებთ, გადაწყვეტილება შევცვალოთ. ივანიშვილისთვის თუ იქნება გზავნილი, რომ მას შეუძლია, მორიგ ჯერზე გადაადგოს საზოგადოება, ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრებზე, იმ დიდი პროცესის და შეთანხმების მერე, რომელშიც ჩვენი პარტნიორები მონაწილობდნენ, ეს გარდაუვლად მიგვიყვანს კიდევ უფრო მძიმე კრიზისამდე, იმიტომ რომ შეიძლება, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთოს იმ მოლოდინით, რომ ესეც გაუვა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)