03:42 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-10 20:33:50, 2448 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე დეილი მეილის სტატიაზე - სახელმწიფო პირდაპირ აფინანსებს, ანტიდასავლურ პროპაგანდას

 "ჰიბრიდული ომი არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და საფრთხე ცივილიზებული სამყაროსთვის. განსაკუთრებით საგანგაშოა,  - ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხატია დეკანოიძემ ბრიტანული გამოცემის, „დეილი მეილის“ სტატიის შეფასებისას განაცხადა.

"ეს ჰიბრიდული ომი არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და საფრთხე ცივილიზებული სამყაროსთვის. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც გამოცემა ზუსტად მიუთითებს, რომ ჰაკერების ჯგუფი მუშაობდა საქართველოდან. ეს ნიშნავს იმას, რომ, სამწუხაროდ, ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ პლატფორმად უკანასკნელ პერიოდში გადაიქცა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ეროვნული ინტერესების დაზიანება,  ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების დაზიანება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სახელმწიფო, რომელმაც უნდა აღკვეთოს მსგავსი ქმედებები და რომელიც საქმის კურსში უნდა იყოს, რომ ყოველდღიურად საქართველოდან ხორციელდება მსგავსი ქმედებები, არათუ არაფერს აკეთებს, არამედ პირდაპირ აფინანსებს, მაგალითად, ანტიდასავლურ პროპაგანდას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„Daily Mail” სკანდალურ გამოძიებას აქვეყნებს - ბრიტანული გამოცემის მტკიცებით  საქართველოში კრემლის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი მოქმედებს. 

 სტატიის თანახმად, ჰაკერებმა დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიიდან, სადაც კოვიდ-19-ზე სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობდა, სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაციები მოიპარეს და  ამ მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ 2 მილიონ ფუნტს ითხოვენ.  მოპარულია ინფორმაციებს შორისაა პირადი სახის მონაცემებიც. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics