06:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-09 16:50:23, 2066 ნახვა

სამართალი
გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულებს 2000-2000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვსივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაოს გამოყენების, დაცვის მხარემ კი, 1000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა

გუდაურში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ მ.კ.-ს მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის 6 პირს ბრალდება ორი დღის წინ წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16 თებერვალს, გუდაურში მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს, რომელსაც ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, მოგვიანებით კი ცემის მუხლით.

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

მათ ბრალი ცემის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics