|
2020-05-09 11:51:45, 1529 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - როგორ დააკავებენ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ამას დავაკვირდებით
როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებზე, რომ სააკაშვილის დანიშვნა მათი ქვეყნის შიდა საქმეა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავს წინადადებებს უნდა მოჰყვეს გაგრძელება, რომ ისინი ასევე უზრუნველყოფენ, რომ შემდგომში სააკაშვილის მხრიდან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს. „გასაგებია, რომ ის დაინიშნა არა მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, არამედ რაღაც მრჩევლად თუ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგრამ ეს მაინც გაურკვეველია. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ოდესის შემდგომ, რა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ გაურკვეველი ისტორიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები დაგვებრუნებინა ნორმალურ, სტრატეგიული მოკავშირეობის ფარგლებში. მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული და ვიმყოფებოდი კიევში, მქონდა შეხვედრები. ჩვენს ელჩს ვიწვევთ კონსულტაციებისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენონ, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრემიერმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)