08:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-09 10:56:33, 1415 ნახვა

კომენტარი
გახარია - ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ, რომ გავიაროთ კონსულტაციები იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ ჩვენი ურთიერთობები ამ ავანტიურისტებისგან 

ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ იმიტომ, რომ გავიაროთ კონსულტაციები იმის თაობაზე როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები ამ ავანტიურისტებისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება უკრაინასა და საქარტველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს.

"ქართველები და უკრაინელები ვართ არამარტო სტრატეგიული პარტნიორები, არამედ ჩვენ გვაკავშირებს ბევრი წლების თანამშრომლობის ისტორია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ძმობას კითხვის ნიშნის ქვეშ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო არ დავაყენებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ დიპლომატიურ და სტრატეგიულ ურთიერთობას. ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ იმიტომ, რომ გავიაროთ კონსულტაციები იმის თაობაზე როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები ამ ავანტიურისტებისგან იმიტომ, რომ სხვანაირად რ გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ სტრატეგიული ურთიერთობა მათგან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics