|
2020-05-08 18:46:41, 1310 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა გრძელდება
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობას აგრძელებს. დღეს ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა, ანა ბუჩუკურმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან, მეგი ნიკოლსონთან, ვიდეოკონფერენცია გამართეს. ვიდეოკონერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენლებმა, ასევე, ადგილობრივმა ექსპერტებმა, თამარ ქალდანმა და გიორგი ჩხეიძემ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესი და უახლოესი გეგმა, ასევე, ხაზი გაესვა ამ პროცესში ყველა შესაბამისი უწყების/ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას. ახალი ეროვნული სტრატეგიის შემუშავება ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, სამდივნო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მუშაობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)