|
2020-05-07 17:59:51, 1236 ნახვა
პოლიტიკა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენცია გამართა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ეკონომიკის გახსნის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საქართველოს და ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. ბექა ფერაძემ საუბარში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნეს სექტორმა უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და გააკეთოს განაცხადი შემოწმებაზე. იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი, უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზუსტად იყოს დაცული სამუშაო ადგილებზე, რომელიც განსაზღვრულია 01-149/ო ბრძანებით (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4845540?publication=0). მთავრობის დადგენილებით, კომპანიების შემოწმების პროცესის ორგანიზებას და კოორდინაციას ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილტა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, კერძოდ, მუნიციპალური სამსახურები, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორის მონიტორინგის პროცესის ეფექტურ და სწრაფ განხორციელებას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)