00:38 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 19:01:59, 1819 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - სააკაშვილის უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურაში დანიშვნით, ორ ქვეყნას შორის ურთიერთობებს ჩრდილი მიადგება

სააკაშვილის უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურაში ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნით, ორ ქვეყნას შორის ურთიერთობებს ჩრდილი მიადგება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის არ ყალიბდება მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში.

„უკრაინის რადამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სააკაშვილი არ დანიშნა პოლიტიკურ თანამდებობაზე, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობაში, მე ვფიქრობ, საკმაოდ დისონანსურია მისი დანიშნა ნებისმიერ თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურაში. რასაკვირველია, ამით ორმხრივ ურთიერთობებს ჩრდილი მიადგება. ის საკმაოდ ფართო ფორმატში გულისხმობს თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებთან პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში. ასე, რომ ამ თემაზე სამსჯელო იქნება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.​

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი მდივნის თავმჯდომარედ ნიშნავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics