19:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 14:01:33, 1737 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს იდეების კონკურსის გამარჯვებული პროექტი ცნობილია

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს იდეების კონკურსის გამარჯვებული პროექტი ცნობილია.  „CO-WORK“ ემსახურება  „COVID-19“ ინფექციით გამოწვეული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნის გამარტივებასა და შემდგომ მონიტორინგს.

იდეა მოიცავს დისტანციური ინსპექტირების ელექტრონული პროგრამის შექმნას, ობიექტის კონტროლის მექანიზმებსა და ნებართვის გაცემის შემდგომ მონიტორინგს. ორგანიზაციები და დასაქმებულები პროგრამის საშუალებით ავტომატურად გადიან შემოწმების კითხვარს და წარადგენენ დოკუმენტაციას,  რაც  მარეგულირებელ ორგანოს, საშუალებას მისცემს ადგილზე მიუსვლელად შეაფასოს არსებული მდგომარეობა, გასცეს ნებართვა და აწარმოოს შემდგომი მონიტორინგი. გამარჯვებული იდეის ავტორს 10 000 ლარი გადაეცა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ COVID-19-თან დაკავშირებული ბიზნეს რეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე, საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად კონკურსი 2020 წლის 16 აპრილს  გამოაცხადა. იდეების კონკურსში საერთო ჯამში 150-მდე განაცხადი შემოვიდა, კონკურსში მონაწილეთა იდეების პრეზენტაციებს ჟიური ორი დღის განმავლობაში ისმენდა.

იდეების კონკურსში მონაწილეობა ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, განაცხადების მიღება 29 აპრილის ჩათვლით იყო შესაძლებელი. გამარჯვებული იდეის  განხორციელებაზე მუშაობას სახელმწიფო დაიწყებს კონკურსის მონაწილის ჩართულობით. იდეების კონკურსის დახმარებით სახელმწიფო შეძლებს ინოვაციური გადაწყვეტილებებით  გაამარტივოს ნებართვების გაცემის პროცესი და   შეიქმნას შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics