|
2020-05-06 12:54:53, 1399 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მძღოლებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად, 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის განმარტებით, მძღოლებმა აღნიშნული დახმარების მისაღებად, მინიმალური პროცედურა უნდა გაიარონ, რომელიც დეტალურად, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. „მძღოლებმა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ შესაბამის კომისიას უნდა მიაწოდონ. მათ ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალური ტრანსპორტის იმ მძღოლებს, რომლებიც კორონავირუსის პერიოდში საკარანტინო სივრცეებიდან მოქალაქეებისა და ექიმების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ. „თბილისის მერიამ საკარანტინო სივრცეებიდან გამოწერილი ადამიანების სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების ვალდებულება აიღო. დიდი მადლობა თანადგომისთვისა და თანამშრომლობისთვის მძღოლებს, რომლებიც რთულ ვითარებაშიც საქმიანობას განაგრძობდნენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)