|
2020-05-05 17:42:24, 1310 ნახვა
კომენტარი
კლინიკებთან მიმართებაში სახელმწიფოს მიდგომა სერვისების, მედპერსონალის ფინანსური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული
კლინიკებთან მიმართებაში სახელმწიფოს მიდგომა არის როგორც სერვისების, ასევე მედპერსონალის ფინანსური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული - ამის სესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისეთი რთული პროცესების ფონზე, რომელიც საავადმყოფოებში იკვეთება, შეუძლებელია, ერთ და ორ თვეში დაიდოს სათანადო სტრატეგიული გეგმა, რომელიც საავადმყოფოებს საუკეთესო გამოსავალამდე მიიყვანს. „თქვენთვის სავარაუდოდ ცნობილი უნდა იყოს, რომ ჰოლდინგში ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, ონკოლოგიურისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს იურიდიულად გადმოცემა მოხდა მარტში. აქედან გამომდინარე, გვესაჭიროება გარკვეული დრო, რომ დეტალურად შევისწავლოთ ამ საავადმყოფოების მართვაში არსებული ყველა ხარვეზი. ხარვეზების შესწავლის შემდეგ უკვე დაიგეგმება, თუ როგორი იქნება მართვა და ასევე, რა პროცესები განვითარდება ამ საავადმყოფოებთან მიმართებაში. თუმცა, სახელმწიფოს მიდგომა ცალსახად არის მხოლოდ და მხოლოდ როგორც სერვისების, ასევე თითოეული მომუშავე პერსონალის როგორც ფინანსური, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესების კუთხით. დამერწმუნებით, ისეთი გლობალური პრობლემების ფონზე, როგორიც არის კოვიდ ინფექცია და ასევე, ისეთი რთული პროცესების ფონზე, რომელიც ამ საავადმყოფოებში იკვეთება, შეუძლებელია, ერთ და ორ თვეში დაიდოს სათანადო სტრატეგიული გეგმა, რომელიც ამ საავადმყოფოებს მიიყვანს საუკეთესო გამოსავლამდე და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ პირობებს. აქ იკვეთება არა მხოლოდ ის ხარვეზი, რომ პერსონალის ანაზღაურება ხდება საათობრივად, მაშინ, როდესაც მათი შესრულების კომპონენტი არის ძალიან დაბალი და ეს იწვევს გარკვეულწილად უთანასწორობას შემოსავლებსა და გასავლებში. ეს ფინანსისტების მხრიდან დეტალურად შესასწავლია. ყოველივე ამის განხილვის შემდეგ, სახელმწიფო გეგმავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ამ საავადმყოფოებში და ამის შემდეგ, უკვე შეგვეძლება, ვისაუბროთ იმაზე, არის თუ არა სახელმწიფოს მიდგომა სწორი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)