|
2020-05-04 22:03:23, 1554 ნახვა
პოლიტიკა
ზაურ დარგალი ზაზა აბაშიძის კომენტარზე- პასუხი უნდა მიიღოს შესაბამისი უწყებების მხრიდან
მარნეულის მერი ზაურ დარგალი მარნეულელების შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ზაზა აბაშიძის, შეურაცხმყოფელ კომენტარს ეხმაურება და ამბობს, რომ აბაშიძემ ამის გამო შესაბამისი პასუხი უნდა მიიღოს. "ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ადამიანი, საჯარო მოხელე, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. ნებისმიერი დისკრიმინაციული განცხადება ცუდია და შესაბამისი პასუხი უნდა მიიღოს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებიდან, ისე შესაბამისი უწყებების მხრიდან", - თქვა დარგალმა. მის ამ კომენტარს Marneuli FM ავრცელებს. მარნეულის მერის თქმით, საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა და ამ ქვეყნის ყველა შვილი სრულყოფილი მოქალაქეა. "ჩემთვის, პირადად, მარნეული არის საქართველოს გული და არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება მარნეულელებზე და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე ცუდი თქვას ეთნიკურ ან სხვა კულტურულ-რელიგიურ ჭრილში", - ამბობს დარგალი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)