12:06 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 20:27:01, 1359 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი - ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში უპრეცენდენტო მასშტაბით იყო ჩართული პარლამენტი

ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ნებისმიერ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უწყებათაშორის კრიზისის ჯგუფში უპრეცენდენტო მასშტაბით იყო ჩართული პარლამენტი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლების ყველა შტო, გაერთიანებული ძალებით მუშაობდა იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ყოფილიყო მინიმუმამდე დაყვანილი.

„ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ნებისმიერ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უწყებათაშორის კრიზისის ჯგუფში უპრეცენდენტო მასშტაბით იყო ჩართული პარლამენტი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნებოდა ეს თუ სამუშაო და ტექნიკურ დონეზე, როდესაც ჩვენ, ხელისუფლების ყველა შტო, გაერთიანებული ძალებით და მთელი სახელისუფლებო გუნდი ვმუშაობდით იმისთვის, რომ ამ ვირუსის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო მინიმუმამდე დაყვანილი და გვქონოდა ის წარმატებული შედეგები, სანიტარული თვალსაზრისით, რაც ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანას აქვს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics