|
2020-05-04 19:02:28, 1497 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პარლამენტი არის აქტიური თანამონაწილე ყველა იმ პროცესისა, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან ბრძოლასთან
„პარლამენტის როლი არის უმნიშვნელოვანესი და პარლამენტი არის აქტიური თანამონაწილე ყველა იმ პროცესისა, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან ბრძოლასთან, რომელიც არის დაკავშირებული ჯანდაცვის მიმართულებით ნაბიჯების სწორად დაგეგმავსთან,სოციალური და ეკონომიკური პაკეტის სწორად განსაზღვრასთან და ამ პაკეტის მოქალაქეებამდე სწორად მიტანასთან",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება თანმიმდევრულად მიყვება იმ გეგმას, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. თანმიმდევრულად ხორციელდება თითოეული ის მოქმედება, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს მთლიანობაში პანდემიასთან ბრძოლასთან და შესაბამისად, ამ გეგმის განხორციელებაში, ხელისუფლების თითოეული შტო არის ჩართული. „შექმნილია სპეციალური საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც არიან წარმოდგენილი პარლამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, რამდენიმე დეპუტატი მონაწილეობს მუდმივად ამ საბჭოს მუშაობაში და თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც არის დაკავშირებული ამ პროცესის მართვასთან, მიიღება სწორედ პარლამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების აქტიური მონაწილეობით. როგორც მოგეხსენებათ, არის ცალკე შექმნილი ეკონომიკური მიმართლებით საბჭო, სადაც პარლამენტის ყველა შესაბამისი პროფილის კომიტეტის თავმჯდომარე არის ჩართული და როდესაც შემუშავდა სოციალური და ეკონომიკური პაკეტი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესსექტორისთვის, ეს პაკეტიც შემუშავდა ამ საბჭოს მიერ, დეპუტატების , კომიტეტის თამჯდომარეების და სხვა ხელმძღვანელი პირების აქტიური თანამონაწილეობით. გარდა ამისა, ჩვენი დეპუტატები არიან ადგილებზე ძალიან აქტოურად ჩრთული პროცესების მართვაში, განსაკუთარებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მეტია პრობლემა ეპიდემიის გავრცელების კუთხით",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)