|
2020-05-04 14:16:07, 1138 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ნორმა კომპანიებს ავალდებულებს, დაწესებული შეღავათების მისაღებად, შესაბამის ორგანოებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ
საგადასახადო კოდექსში ჩვენ მიერ ინიცირებულია ნორმა, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს დაწესებული შეღავათების მისაღებად, შესაბამის ორგანოებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებები შეეხება საშემოსავლო გადასახადის ე.წ. სუბსიდირებას, რომლის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები. „ჩვენ ერთი მხრივ, გვექნება შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე კომპანიებისთვის და მეორე მხრივ, გვექნება, ასევე, ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში, 1200 ლარის დახმარება ადამიანებზე, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ დასაქმებულები და დროებით არიან უხელფასო შვებულებაში ან უბრალოდ ვერ იღებენ ხელფასს ამ პერიოდის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში, ჩვენ საგადასახადო კოდექსში ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც, კომპანიებს სწორი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ. თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, ამ შემთხვევაში, აღნიშნული შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. ეს მიზნად ისახავს იმას, რომ თავიდან ავირიდოთ არასწორი, მცდარი მონაცემების მოწოდება და პასუხისმგებლობა გადანაწილდეს გადამხდელზეც", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან ერთად, ინიცირებულია საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც შეეხება მიზობრივი ჯგუფებისთვის მომზადებულ საკომპენსაციო პაკეტს.
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)