|
2020-05-04 13:15:08, 1658 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - პარლამენტი ნებაყოფლობით შვებულებაშია, ცარიელია და ადევს დიდი ბოქლომი
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პარლამენტის ხელმძღვანელობას მიმართავს და მოუწოდებს პარლამენტმა მუშაობა განაახლოს. მისი თქმით, პარლამენტი ნებაყოფლობით შვებულებაში იმყოფება. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც არის ცარიელი და რომელსაც, დიდი ბოქლომი ადევს. დღეს, როცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პარლამენტი განსაკუთრებით დატვირთვით უნდა მუშაობდეს და იხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით, ათასი ჩვენი მოქალაქისთვის მხარდაჭერის გეგმა. დღეს, ფაქტობრივად, პარლამენტი ნებაყოფლობით შვებულებაშია გასული. საგანგებო მდგომაროებამ ქვეყნის წინაშე უამრავი პრობლემა წარმოშვა, შეჩერებულია კონსტიტუციის მრავალი ნორმა, მათ შორის ისეთი, რომელიც პირდაპირ იცავს ადამიანის უფლებებს. ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა შექმნა უამრავი პრობლემა, მათ შორის ელემენტარული არსებობის უფლება ჩამოერთვა ასობით ათას მოქალაქეს, რომლებიც დარჩნენ უმუშევარი და გამოკეტილი საქართველოს ქალაქებში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)