|
2020-05-01 16:35:13, 1302 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც არა თუ საზოგადოებაში არამედ, საკუთარ პარტიაში მხარდამჭერები ვერ მოუძიებიათ
„სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც არა თუ საზოგადოებაში არამედ, საკუთარ პარტიაში მხარდამჭერები ვერ მოუძიებიათ", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილ მიმართვას. ვოლსკის თქმით, „ქართველი ხალხის სახელით, რამდენიმე პარტია, დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერის გაერთიანებიდან, ცდილობს მთელი მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა არანაირად არ გაფუჭდება“. „ქართველი ხალხის სახელით, რამდენიმე პარტია, დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერის გაერთიანებიდან, ცდილობს მთელი მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა არანაირად არ გაფუჭდება და პირიქით, გაუმჯობესდება თუკი, ერთ სახელმწიფოში ბრალდებული და გასამართლებული ადამიანი მეორე სახელმწიფოში რაღაც თანამდებობაზე დაინიშნება. ეს სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც აბსურდია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)