|
2020-04-30 19:46:20, 1325 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, არსებული კრიტერიუმები თბილისის მასშტაბით 117-მა დაწესებულებამ დააკმაყოფილა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, არსებული კრიტერიუმები თბილისის მასშტაბით 117-მა დაწესებულებამ დააკმაყოფილა. მისი თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული კრიტერიუმი დააკმაყოფილა 20-მდე დაწესებულებამ ბათუმისა და ქუთაისის ფარგლებში. „მიმდინარე წლის იანვარში მიღებული იქნება მთავრობის დადგენილება, რომელიც მიზნად ისახავდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირველადი ჯანდაცვის ქსელში სელექტიური კონტრაქტირების ამოქმედებას საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში. დღეს იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თუ რომელი დაწესებულებები უნდა დარჩეს პროგრამაში სერვისის მიმწოდებლად და იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელსაც ითვალისწინებდა მთავრობის დადგენილება. აქ შეეხება საქმე როგორც მიმაგრებული მოსახლეობის რაოდენობას და საწყისი კრიტერიუმი, რომელიც განისაზღვრა იყო 13 000 და მეტი მოსახლეობა. ასევე მონაწილეობა პრევენციულ სერვისებში, ადამიანური რესურსის განათლების რესურსებში მონაწილეობა, ეს კრიტერიუმები დააკმაყოფილა დაწესებულებების გარკვეულმა ნაწილმა. სულ თბილისის მასშტაბით 117-მა დაწესებულებამ, ასევე არის 20-მდე დაწესებულება ბათუმისა და ქუთაისის ფარგლებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)