16:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-16 15:25:24, 571 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: ჯარში ადამიანი არ უნდა გაბოროტდეს

 „ჯარში ადამიანი არ უნდა გაბოროტდეს, ამავე დროს უნდა იცოდეს, რომ ჯარისკაცი არის სამშობლოს დამცველი“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

მისივე თქმით, ჯარისკაცი იმ დიდი ღვაწლის გამგრძელებელია, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ.

„ჩვენმა  ხალხმა გაიგო, რომ ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის დამცველები არიან. დიდი ხანია ასეთი კავშირი ჯარსა და ეკლესიას შორის არ ყოფილა. მინდა მივმართო ჯარისკაცებს, ჯარში ადამიანი არ უნდა გაბოროტდეს, არ უნდა იყოს ულმობელი, მაგრამ ამავე დროს უნდა იცოდეს, რომ ჯარისკაცი არის დამცველი სამშობლოსი“, – აღნიშნა ილია მეორემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics