|
2020-04-24 11:28:34, 1132 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი - დღეს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ძალაშია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღეს ძალაშია პრეზიდენტის დეკრეტი, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევა, მაქსიმუმ სამ წლამდე პატიმრობით ისჯება. მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში მიღებული ცვლილებები, რომელიც შეეხება არამარტო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევასაც, თუკი პირი წესებს განმეორებით დაარღვევს, მაქსიმუმ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. მანვე განმარტა, რომ ეს ცვლილება დღეს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოქმედებს და ძალაშია მხოლოდ პრეზიდენტის დეკრეტი. „დღეს მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულია უკვე დაწესებული პასუხისმგებლობა და ეს რეგულაციები ჩვენი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. შესაბამისად ეს დეკრეტი და რეგულაციები რჩება ძალაში. არავითარი გამკაცრება არ მომხდარა და არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოხდება ჩვენ მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს და ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ სამ წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემდეგ. რაც შეეხება ჩვენს მიერ მიღებულ ცვლილებებს. ჩვენ მივიღეთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელიც შეეხება არამარტო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევასაც. ამისთვის გავითვალისწინეთ პასუხისმგებლობა ერთხელ ჩადენის შემთხვევაში, თუკი პირი განმეორებით ჩაიდენს, ექვს წლამდე. ეს ნიშნავს იმას, რმ თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი, თუკი დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის წესების დარღვევას,რასაც შესაძლოა ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი მოჰყვეს, ამ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე. ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს თუნდაც ერთი დღით პასუხისმგებლობის დაკისრებას. პირს მის მიერ ჩადენილი დანაშაულიდან გამომდინარე დაეკისრება პასუხისმგებლობა, ერთი დღით, ერთი წლით, ან მაქსიმუმ 6 წლით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)