|
2020-04-23 16:03:54, 1193 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი ოპოზიციური პარტიების ღია წერილზე - მათ არ აქვთ პოლიტიკური უპირატესობის მოპოვების პერსპექტივა
„პერსპექტივა იმისა, რომ მათ რაიმე უპირატესობა მოიპოვონ პოლიტიკური - არ არსებობს -და აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც ამ ღია წერილში არის ჩამოყალიბებული",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპოზიციური პარტიების ღია წერილს, რომლითაც ისინი საქართველოს პარტნიორებს მიმართავენ. გიორგი ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის ინტერესი არჩევნების ჩატარებაში არ მდგომარეობს. მისივე თქმით, წერილში კვლავ წინ არის წამოწეული პოლიტპატიმრების თემა. „ ეს თემა, რომ ვიღაც არის პოლიტპატიმარი -ადამიანი, ვინც ათეულობით მილიონი თანხა მოპარა ბიუჯეტს, ან თუნდაც, ადამიანები, ვინც ორგანიზებულად უტევდა პარლამენტს, რათა შიგ შემოჭრილიყვნენ - ეს საკითხი არის წინწამოწეული და კვლავ ძველ თემას ვუბრუნდებით. მითქვამს და გავიმეორებ: მათი ინტერესი არჩევნების ჩატარებაში არ მდგომარეობს. ამ შემთხვევაში, ეს პოლიტპატიმრობის თემა იქნება წინწამოწეული მიზეზი. ეგონათ, რომ ჩვენგან არ იქნებოდა კომპრომისი დაშვებული. დავუშვით კომპრომისი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და პერსპექტივა იმისა, რომ მათ რაიმე უპირატესობა მოიპოვონ პოლიტიკური, ამის პერსპექტივა არ არსებობს. აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც ამ ღია წერილში არის ჩამოყალიბებული",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, სამწუხაროა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა შეუერთდა. „სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობის" კლასტერს შეუერთდა ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება და პასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე აქვთ დავიწყებული",- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)