21:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-20 14:57:27, 1768 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი სააკაშვილის ინიციატივაზე - ის არც ერთი თეთრის მომტანი არ არის

„სააკაშვილი არც ერთი თეთრის მომტანი არ არის, საქართველოს სახელით მოქმედება ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის შემლახავია, რამდენადაც მას სერიოზულად არავინ აღიქვამს", -  ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივას.

მისი თქმით, „ამ რთულ ვითარებაში, სააკაშვილის თამადობით, გარკვეული ოპოზიციური ძალები მთლიანად გადასულები არიან პოპულიზმზე, პოლიტიკურ მანიპულაციაზე, რაც რიგ შემთხვევაში, მავნებლობაში გამოიხატება“.

„რაც მთავრობამ იმუშავა და სამი მილიარდის მობილიზება შეძლო, ფაქტობრივად, სხვა არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ამასაც შეიძლება მისი მოქმედებით და ხშირ შემთხვევაში, მავნებლური განცხადებებით, საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, ბუნებრივია, აქ ხელისუფლება დროულად მოქმედებს, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადრეულ ეტაპზე იმის განსაზღვრა, თუ რა თანხების მობილიზება შეუძლია ქვეყანას, რომ ჩვენ პოსტ ეპიდემიურ სიტუაციაში დროულად მოვახდინოთ ეკონომიკის აღდგენაც და იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც ან სამუშაო დაკარგეს, ან შეგვიძლია,  კიდევ უფრო მეტად ავამუშაოთ ამ მიმართულებით შესაძლებლობები", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ აშშ-ს, ევროპული სახელმწიფოების და სერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოებდა და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics