|
2015-08-13 14:50:18, 1378 ნახვა
სხვადასხვა
ბი-ბი-სის ჟურნალისტის მტკიცებით, სადახლოს გამშვებ პუნქტზე ასობით ადამიანი რიგში დგას
"ბი-ბი-სის" და "არმენია-ტვ"-ს ჟურნალისტის, მარკ გრიგორიანის მტკიცებით, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვართან, სადახლოს გამშვებ პუნქტში ასობით ადამიანი რამდენიმე საათია რიგში დგას. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ქართველი მესაზღვრეები მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ და დამცინავად მიმართავენ. ამასთან, როგორც ჟურნალისტი ამბობს, ათობით მეტრით გადაჭიმული რიგი ქაოს იწვევს, რადგან მესაღზვრეებს, რიგის პრობლემა არ აქვთ მოგვარებული. ნელა მუშაობს საპასპორტო კონტროლი რაც დამატებით ხარვაზებს აჩენს. სომხეთის მოქალაქეები რამდენიმე საათია სადახლოს გამშვებ პუნქტზე ამაოდ ელოდებიან საქართველოს ტერიტორიის დატოვებას. მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. ჟურნალისტმა ფოტოც გადაიღო რომელსაც გთავაზობთ. "ექსპრესნიუსმა" კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, უწყების პოზიციას მკითხველს მალე შევთავაზებთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)