16:11 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-13 12:57:51, 600 ნახვა

საზოგადოება
შსს–სა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ივანე პაპიაშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევების გამოვლენის ხელშეწყობის შესახებ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

როგორც შსს–ში აცხადებენ, მემორანდუმის გაფორმების მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლების და გამოვლენის ხელშეწყობა. მემორანდუმი ითვალისწინებს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას, ასევე მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთ პროაქტიულ საშუალებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics