|
2020-04-16 12:15:23, 2149 ნახვა
პოლიტიკა
სუს-ი - 20 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო
2019 წელს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო 20 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენები და მისი თანმხლები შედეგები, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა მოვლენებმა დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო. „აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულის „მიღებულ ნორმად“ დამკვიდრების მცდელობები მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის. ჩამოთვლილი ქმედებები, გარდა იმისა, რომ მასშტაბური შიდა პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელია, შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვის“,- ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)