20:15 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 16:17:16, 2365 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - მსოფლიოში შექმნილ ახალ ვითარებაში ყველა დონეზე სოლიდარობა და მათ შორის, რეგიონული სოლიდარობა, მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში შექმნილ ახალ ვითარებაში ყველა დონეზე სოლიდარობა და მათ შორის რეგიონული სოლიდარობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

„სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს გუშინ განხორციელებული სოლიდარობის აქტისათვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრის საქართველოს დროშის ფერებში განათება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება და სოლიდარობის საუკეთესო გზავნილია.

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.

პრეზიდენტებმა რეგიონული სოლიდარობის საკითხებზეც ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსით გამოწვეული მძიმე ვითარება სწრაფად დასრულდება, განახლებულ პოლიტიკურ დღის წესრიგში რეგიონული ვიზიტები პრიორიტეტი იქნება და საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი შედგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics