00:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 16:47:13, 2705 ნახვა

ეკონომიკა
საკურიერო მომსახურების ახალი კომპანიის - „მიმოს“ და „სტარტაპერის“ ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს

#თიბისიშენთვის  ფარგლებში, პროგრამა „სტარტაპერი" და საკურიერო მომსახურების ახალი კომპანია „მიმო" დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ერთობლივ ინიციატივას სთავაზობენ.

შეთავაზების ფარგლებში, პირველი  100 სტარტაპი, რომელიც „მიმოს" მომხმარებელი გახდება,  საკურიერო მომსახურებას 1 თვის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.

საკურიერო მომსახურების ციფრული კომპანია  „მიმო", რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას,  შეკვეთის ონლაინ რეჟიმში კონტროლსა და  სწრაფი მიწოდების სერვისს სთავაზობს, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე, „მიმოს" მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ბიზნესებისთვისაა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კომპანიის სერვისების მიღებას უკვე ფიზიკურ პირებიც შეძლებენ.

„მიმოს" გუნდს 100 თანამშრომელი ქმნის. კომპანია 8 საფოსტო ოფისსა და 4 ტერმინალს აერთიანებს  მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მიმოს"  შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის  -  032 2 050799; 032 2 050798,  ასევე ელექტრონული ფოსტის: info@mimo.ge საშუალებით. უახლოეს მომავალში ამოქმედდება კომპანიის ვებ-გვერდიც.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics