01:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 09:40:54, 1381 ნახვა

კომენტარი
აშშ-ს საელჩო საქართველოში - ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას

ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ს საელჩო თბილისში წერს.

საელჩო ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციასა და პოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე და მოუწოდებს ყველა ხელმომწერ მხარეს, რომ სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტის თანახმად, პოლიპატიმრები უნდა გაეთავისუფლებინათ.

„ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე  ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“, - წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics